понедельник, 16 мая 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. გიორგიმ გაგვაცნო ჩვენთვის საინტერესო საიტები,რომლებიც დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. გავიგე,
როგორ მოვიძიო სხვადასხვა რესურსი,სად ვნახო ვიდეო გაკვეთილები.
დასრულდა ტრენინგის კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი დღე.
მომავალ შეხვედრამდე,კოლეგებო...
დიდი მადლობა გიორგის,როგორც საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებას.მიხარია,რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს.
 გიორგი!ნახვამდის!

пятница, 13 мая 2016 г.

ტრენინგის მერვე დღე
დღეს ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ.
1.დიფერენცირებული სწავლება;
2.მასწავლებელი,როგორც ფასილიტატორი;
3.google-ის დოკუმენტებში მუშობა;
4.პროექტის საბოლოო ფორმით ატვირთვა.
ეს ტრენინგი  ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი.
შევიძინე ცოდნა,რომელიც დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში,გარდა ამისა გავიცანი საინტერესო ადამიანები,ჩემი კოლეგები.

понедельник, 9 мая 2016 г.



ტრენინგის მეშვიდე დღე
დღესაც რთული დღე იყო, მაგრამ საინტერესო.განვიხილეთ შეფასების ფორმები.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და გადავიტანეთ ბლოგზე.
უკვე აღარ ვნერვიულობ.მგონი, ყველაფერი გავიგე..
ეს ტრენინგი არასდროს დამავიწყდება..
გმადლობთ,გიორგი...


სასწავლო პროექტი

воскресенье, 8 мая 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს სამი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ:
1..მოსწავლეთა  სავარაუდო ნაშრომების გაცნობა;
2.პრეზენტაციის ბროშურისა და ბუკლეტის,გაზეთის შაბლონების შევსება;
3.ბლოგზე მუშაობა და ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა.
შრომატევადი სამუშაო იყო,მაგრამ ძალიან ნაყოფიერი.
უამრავ შეკითხვას ვუსვამ გიორგის,სიმშვიდეს ინარჩუნებს და  გასაგებად მიხსნის,როგორ  გავაგრძელო მუშაობა...
გიორგიმ დავალება მოგვცა...მისი შესრულება არ გამიჭირდება..
მიხარია,რომ ასეთი კარგი ტრენერი გვყავს...

მთაწმინდის მთვარე - გალაკტიონ ტაბიძე (HD)

суббота, 7 мая 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე
ძალიან რთული დღე იყო.ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე და მისი გამოქვეყნება,ვიდეოს ატვირთვა.ძალიან გამიხარდა,როცა ჩემი  ნაშრომი ვნახე, ვფიქრობ,თანდათან ყველაფერს გავიგებ...
დასრულდა ტრენინგის კიდევ ერთი საინტერესო დღე...
მე დავიღალე,..ტრენერი კი არა...
გმადლობთ,გიორგი ,ძალიან ნაყოფიერი დღე იყო...